თბილისობა 2026 საზეიმო ღონისძიებით დასრულდა. საღამოს ერთ-ერთი მთავარი ნაწილი საპატიო თბილისელების დაჯილდოება იყო - ადამიანების, რომელთა სახელი და საქმიანობა წლების განმავლობაში ამ ქალაქის ისტორიას უკავშირდება.
მათ შორისაა კირა ანდრონიკაშვილიც. მსახიობი, რომლის ცხოვრებაში თბილისი მხოლოდ დაბადების ადგილი არ არის - თბილისს უკავშირდება მისი ბავშვობა, ოჯახი და შემოქმედებითი გზა. დღეს კირა ანდრონიკაშვილის დამსახურება საპატიო თბილისელის წოდებით აღინიშნა. "კურიერი P.S." საპატიო თბილსელთან, მსახიობ კირა ანდრონიკაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.