საქართველო მწვანე პასპორტებზე ჯერ ისევ ფიქრობს, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ახალი პაკეტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა წარადგინა, მაგრამ საბოლოო სიტყვა საკოორდინაციო საბჭოზეა, რომელიც ახალი შეზღუდვების დაწესებას არ ჩქარობს.
ამ სისტემის მიხედვით, აუცრელ ადამიანებს სხვადასხვა შეზღუდვა დაუწესდებათ.
ფიქრი "მწვანე პასპორტებზე" მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც საქართველო ვერ გასცდა ვაქცინაციის 25%-ს.
ჰოსპიტალური სექტორი მძიმე ნოემბრის მოლოდინშია. დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ მაღალი სისწრაფით იმატებს. ყველაზე რთული მდგომარეობა 3 რეგიონში რჩება. დღეს ჯანდაცვის მინისტრი კლინიკურ ჯგუფთან ერთად სამეგრელოში ჩავიდა. აღამოჩნდა ,რომ კლინიკები პაციენტების ვეღარ იღებენ. ინფიცირებულები ახლომდებარე რეგიონის კოვიდმიმღებ განყოფილებებში გადაჰყავთ.
ქვეყანაში რთული ეპიდემიილოგოგიური მდგომარეობა, შესაძლოა, ახალი შტამების გავრცელებამ კიდევ უფრო დაამძიმოს. რუსეთში უკვე დელტა ვარიანტის ქვეტიპის არაერთი ფაქტია დადასტურებული და სპეციალისტები შიშობენ, რომ ვირუსის ამ ვარიანტის გავრცელების შეკავება ვერ მოხდება. ლუგარის ლაბორატორიას კვლევები უკვე დაწყებული აქვს.