როგორ გამოიყენეს ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა დაურ ბუავას გარდაცვალება სახელმწიფოს დისკრედიტაციისთვის? - მმართველ გუნდში პოლიტიკური შეფასებები კეთდება.
სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ რადიკალური ჯგუფები, საქართველოში მყოფი აფხაზი ბლოგერის გარდაცვალებას სპეკულაციებისთვის იყენებენ.
გიორგი სოსიაშვილით თქმით, ნებისმიერ საკითხში რადიკალები სახელმწიფოს დისკრედიტაციას ეწევიან:
"ჩვენს ქვეყანაში მყოფი აფხაზი ბლოგერის გარდაცვალება, თავისთავად ცხადია, ეს არის ტრაგედია. აქ ნახეთ, რომ გაჩნდა სპეკულაციები ამ რადიკალების მიერ. ნებისმიერ საკითხში, რაც კი ხდება, ეს იქნება ყოფითი ამბავი, ეს იქნება სტიქიური ამბავი - ყველაფერში რადიკალები სახელმწიფოს დისკრედიტაციას ეწევიან და ყველაფერში ხედავენ ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმულ რაღაცა ნაბიჯებს. ნუ ეს შემზარავი და ამაზრზენია ასეთი ამბავი. მოვუწოდებ ამ რადიკალებს, მესმის, რომ ისინი ანტიქართველები არიან, ყველაფერში ცდილობენ, რომ ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინონ, მაგრამ თავი შეიკავონ ამ ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლის სპეკულაციისგან," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.
ცნობისთვის, დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.