05 მაისი 2024,   03:41
ვრცლად
უკრაინამ თურქული დრონის Bayraktar TB2-ის გამოყენებით სეპარატისტების საარტილერიო დანადგარი გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასის რეგიონში თურქული დრონი პირველად გამოიყენა. როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ Bayraktar TB2-ის გამოყენებით სეპარატისტები აიძულეს ცეცხლი შეეწყვიტათ. როგორც ცნობილია დრონს გამყოფი ხაზი არ გადაუკვეთავს, მართულმა რაკეტამ კი სეპარატისტების საარტილერიო დანადგარი გაანადგურა.

ფაქტს კრემლი გამოეხმაურა. როგორც მოსკოვში ამბობენ თურქეთის მიერ უკრაინისთვის მოიერიშე დრონების მიყიდვას აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია, რაც მოსკოვის შეშფოთებას იწვევს.

დღის ამბები