მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 245 მილიონს აღემატება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 მილიონს აღწევს. გაზრდილია ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი ევროპაში.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია ახალგაზრდებშიც.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სახელმწიფოები შეზღუდვებს აწესებენ. ბელგიაში სავალდებულო ხდება დახურულ სივრცეებში კოვიდპასპორტების წარდგენა. მზარდია ინფიცირების მაჩვენებელი გაერთიანებულ სამეფოში, ლატვიასა და უნგრეთშიც. ვირუსის პრევენციის მიზნით კი შვედეთში მედ პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ პირებს ბუსტერ დოზის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.
კვლავ რთული მდგომარეობაა ახალ ზელანდიაში. ქვეყანაში შეზღუდვების სრულად მოხსნა მხოლოდ მას შემდეგ იგეგმება, რაც მოსახლეობის 90% აიცრება.