16 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
საპროტესტო გამოსვლა სოხუმში - ვეტერანები ე.წ შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ

საპროტესტო გამოსვლა სოხუმში. ვეტერანები სოხუმის დრამატულ თეატრთან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ. აქციაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა. დღის ბოლოს კი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ახალი აქციაც დააანონსეს.

ასლან ბჟანია შეკრებილებს ვითარების მოგვარებას დაპირდა. პროტესტი 30 სექტემბერს მომხდარ სროლის ინციდენტს უკავშირდება, რომელშიც ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ვეტერანები მონაწილეობდნენ. ქუჩაში გამოსულები დე ფაქტო უწყების ოფიცრებს უშუალოდ ე.წ მინისტრის განკარგულებით ვეტერანების ცემაში ადანაშაულებენ და მომხდარის არაობიექტურ გამოძიებაზე საუბრობენ. 

დღის ამბები