28 დეკემბერი 2024,   06:18
ვრცლად
კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის 39-ე დღეს კონსილიუმმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ ინფორმაცია პატიმრის პირადმა ექიმმა გაავრცელა.

ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, კონსილიუმი ყოფილ პრეზიდენტს არ შეხვედრია, ვინაიდან, ამის სურვილი სააკაშვილს არ ჰქონდა და ექიმებმა გადაწყვეტილება მხოლოდ ანალიზების საფუძველზე მიიღეს.

"მდგომარეობა იყო გაუარესებული და კონსილიუმმა მიიღო გადაწყვეტილება,რომ მიხეილ სააკაშვილი გადაეყვანათ მაღალპროფილურ კლინიკაში. ჩვენ ავადმყოფი არ გვინახავს, მიხეილ სააკაშვილს არ უნდოდა კონსილიუმთან შეხვედრა,"- აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე. 

დღის ამბები