22 დეკემბერი 2024,   15:28
ვრცლად
სასამართლომ თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით, მთავარია, მიხეილ სააკაშვილი არ იყოს სასამართლო დარბაზში - ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა სასამართლოში 29 ნოემბერს გაგრძელდება - საუბარია შვიდი ნოემბრის ეპიზოდზე.

გადაწყვეტილებას დაცვის მხარის პროტესტი მოჰყვა - ადვოკატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დასრულებამდე დატოვეს. პროცესი კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ადვოკატები ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილი  სასამართლო დარბაზში მიეყვანათ და ამ ფორმით ჩართულიყო ის განხილვის პროცესში, თუმცა სხვა შაუმდგომლობა ჰქონდა პროკურორს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას შეფასებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ექსპრეზიდენტი სასამართლო დარბაზში არ მოხვდეს.

"სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს. სასამართლომ თქვა, რომ არ აქვს მნიშნველობა რა მიზეზით, მთავარია, მიხეილ სააკაშვილი არ იყოს სასამართლო დარბაზში.  სასამართლომ თქვა, რომ სუსის მონაჭორზე დაყრდნობით ის პროცესებს წარმართავს მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

 

 

 

დღის ამბები