ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებლებში არიან გადაყვანილი, - აღნიშნულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"დაზარალებული ოჯახებიდან 15-მა გამოთქვა დროებით საცხოვრებელში გადასვლის სურვილი. 15-ვე ოჯახი, სულ 56 ადამიანი, გუშინვე, მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, განათავსეს სასტუმროში.
ოჯახები სასტუმროში ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე დარჩებიან", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
21 ნოემბერს, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ აფეთქება გამოიწვია.