20 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
დაიწყო პროცესი, რომელიც გულისხმობს ფარმაცევტული ბაზრის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და კონკურენტუნარიანობის ზრდას - ირაკლი ლექვინაძე

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ, "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ პრემიერის ინიციატივით, მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირების მიზნით, პროცესი დაიწყო. მისივე თქმით, ეს ბაზარზე უფრო მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფასა და ასევე, მეტი კონკურენტუნარიანობის ზრდას განაპირობებს. 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაიწყო პროცესი, რომელიც გულისხმობს ფარმაცევტული ბაზრის უფრო მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და ასევე, მეტი კონკურენტუნარიანობის ზრდას, რომლის მიზანიც არის მოქალაქეებს მედიკამენტებზე დანახარჯები შეუმცირდეთ. დანახარჯები არის საკმაოდ მაღალი და მნიშვნელოვანი, რაც ბევრი ადამიანის წუხილის მიზეზია. ჩვენი მონიტორინგის მიზანია, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება და აქედან გამომდინარე, იმ რეკომენდაციების პაკეტის წარმოდგენა, რომლის განხორციელების შემდეგაც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბაზარი ბევრად უფრო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი იქნება. რაც თითოეული მოქალაქისთვის მეტ არჩევანს ნიშნავს. ამის შემდეგ კი მიღწევადი მედიკამენტებზე უფრო ნაკლები დანახარჯი,"- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

დღის ამბები