20 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო, ერთ-ერთი პირველი, ვინც Pfizer-ით აიცრა, 13 წლის არის - იმატებს თუ არა აცრის მსურველთა რაოდენობა 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და მათ შორის, გარდაცვლილთა რიცხვი ისევ ყოველდღიურად იმატებს. 

იმუნიზაციის ყველზე დიდ ცენტრში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, გარკვეულმა ინიციატივებმა დადებითი ტენდენცია უკვე აჩვენა. 60 წელს ზემოთ ასაკში აცრები გააქტიურდა.

დღეს მოზარდების ვაქცინაციის პროცესიც დაიწყო, 13 წლის თორნიკე ებრალიძე პირველი იყო, ვინც Pfizer-ით აიცრა, მისთვის მთავარი მოტივაცია კი, სკოლაში უსაფრთხოდ სიარული იყო.

რეანიმაციულ განყოფილებებში პაციენტების დიდი ნაწილი ხანდაზმულია და მათ შორის აცრილი არავინ არის. გარდაცვლილთა 80% იგივე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება.

ყოველდღიურად ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებლები კლინიკებში მძიმე პაციენტების რიცხვსაც ზრდის. 

არ არის გამორიცხული, ჯანდაცვის სამინიტროს გარე რეზერვების გამოყენება დასჭირდეს. ექიმების პროგნოზები საგანგაშოა, ისინი ამბობენ, რომ ქვეყანას ინფექციის გავრცელების შეკავება გაუჭირდება. ამის საფუძვლად კი, მკვეთრად შემცირებულ ვაქცინაციის ტემპსა და რეგულაციების შეუსრულებლობას ასახელებენ.

დასჭირდება თუ არა ქვეყანას ისევ საველე ჰოსპიტლების გამოყენება, ამას მომდევნო ერთი კვირის შედეგები აჩვენებს. აქტიური შემთხვევების რაოდენობა, უკვე ზაფხულის მაჩვენებლებს უტოლდება.

დღის ამბები