სახალხო დამცველის წარმომადგენელი გლდანის ციხის საავადმყოფოში მიდის, ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის ოფისი ავრცელებს:
"რამდენიმე წუთში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მე-18 დაწესებულებაში შევა. პარალელურად მიმდინარეობს სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრების შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან. მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი გამოთქვეს კონსილიუმის ექიმებმაც,"- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.