საქართველოში კორონავირუსის 3 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში კი, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 812 246-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში COVID-19-სგან 76 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე კი, პანდემიას სულ 11 498 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში 5 772 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში გაკეთდა 34 361 ტესტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,77%, ბოლო 14 დღის - 9,31%, ბოლო 7 დღის - 9,01%.
რაც შეეხება ვაქცინას, დღიურად აცრილია - 4 638, ხოლო საერთო ჯამში კი 2 095 168 ადამიანი.