27 აპრილი 2024,   04:59
ვრცლად
აშშ გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" მშენებლობასთან დაკავშირებით დამატებით სანქციებს აწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" მშენებლობასთან დაკავშირებით დამატებით სანქციებს აწესებს.

საუბარია რუსეთის 11 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზსადენზე, რომელმაც გაზი გერმანიას რუსეთის არქტიკის რეგიონიდან ბალტიის ზღვით, უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიაწოდოს.

სანქციები დაუწესდება გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე ორ ხომალდს და რუსეთთან დაკავშირებულ კომპანია "ტრანს - ადრიას". შესაბამისი ანგარიში სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს უკვე წარუდგინა.

დღის ამბები