27 აპრილი 2024,   05:36
ვრცლად
ლუკაშენკო მიგრანტებს: თუ დასავლეთისკენ წასვლა გინდათ, ჩვენ არ დაგაკავებთ, არ დაგახრჩობთ, არ გცემთ 

ალექსანდრ ლუკაშენკომ მიგრანტებს მიმართა - "თუ დასავლეთისკენ წასვლა გინდათ, ჩვენ არ დაგაკავებთ, არ დაგახრჩობთ, არ გცემთ, ეს თქვენზეა დამოკიდებული, წადით".

ბელარუსის ლიდერი მათ დაპირდა, რომ მინსკი მათ სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება, თუმცა ამას არ აიძულებს. ევროკავშირის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ მიგრანტების კრიზისი ლუკაშენკოს მიერ ხელოვნურად შექმნილი ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც ბელარუსის ლიდერი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ ქმნის.

დღის ამბები