27 აპრილი 2024,   00:55
ვრცლად
ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, მობილურ კლინიკაში 6 დაავადების სკრინინგი ჩაუტარდათ

ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, მობილურ კლინიკაში ერთი კარის პრინციპით 6 დაავადების (ტუბერკულოზის (TB), COVID-19-ის, C ჰეპატიტის (HCV), აივ/შიდსის (HIV), დიაბეტის (DM) და არტერიული ჰიპერტენზიის (HBP)) ერთდროული სკრინინგი ჩაუტარდათ.

მობილური კლინიკა აღჭურვილია ციფრული რენტგენის აპარატით, რომელსაც სპეციალური CAD4TB სისტემით შეუძლია ტუბერკულოზისათვის დამახასიათებელი რენტგენოლოგიური პათოლოგიის დაფიქსირება, ამ პათოლოგიის ქულობრივად შეფასება და მიღებული გამოსახულების, თუ გამოკვლეული პაციენტის ინფორმაციის შენახვა და გაზიარება. სამედიცინო მომსახურეობა ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და ესწრებოდნენ. პროექტი ხორციელდება აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და National TB Center ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პატრონაჟით. პროექტის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა.

დღის ამბები