27 აპრილი 2024,   05:14
ვრცლად
27 რუსი დიპლომატი და მათი ოჯახის წევრები აშშ-ს დატოვებენ - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ელჩის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს

27 რუსი დიპლომატი და მათი ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებულ შტატებს დატოვებენ - ინფორმაციას რუსული მედია შტატებში რუსეთის ელჩის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულმა პირებმა ქვეყანა 2022 წლის 30 იანვარს უნდა დატოვონ. იმავე რაოდენობის დიპლომატიური პერსონალი დატოვებს შტატებს 30 ივნისსაც.

როგორც რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი ამბობს, რუსი დიპლომატებისთვის ამერიკის ვიზების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ანტონოვი აღნიშნავს, რომ შტატებს ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეუცვლია.

დღის ამბები