27 აპრილი 2024,   02:20
ვრცლად
პლენარულ სესიაზე კანონმდებლები დღეს 2022 წლის კორექტირებული ბიუჯეტის ვერსიას უყრიან კენჭს

კანონმდებლები პლენარულ სესიაზე 2022 წლის კორექტირებული ბიუჯეტის ვერსიას უყრიან კენჭს. კენჭისყრა დღეს გაიმართება. საუბარია ფინანსურ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯები 376 მილიონით იზრდება, რაც ძირითადად უკავშირდება კოვიდ-ინფექციით გამოწვეულ საჭიროებებს.

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ბიუჯეტი მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან სფეროს, რაც უშუალო კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობასთან, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციაში.

ოპონენტები მმართველ გუნდს სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესების გეგმას უწუნებენ. მათი თქმით, ერთადერთი პოზიტიური ცვლილება მთავარ ფინანსურ დოკუმენტში თავდაცვის სამინისტროსთვის გაზრდილი ხარჯებია, რაც აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

დღის ამბები