27 აპრილი 2024,   03:06
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კვლავ დავის საგანია - ოპოზიციის ნაწილი კანონპროექტის პირველი მოსმენით შეთანხმებული ვერსიის მომხრეა

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც 2024 წლიდან ბარიერის დაწევას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს კვლავ დავის საგანია ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის. ცვლილებებზე მსჯელობის განახლებას დადებითად აფასებს ოპოზიციური სპექტრი, თუმცა მიიჩნევენ, რომ პირველი მოსმენისას დამტკიცებულ კანონპროექტში ძირეული ცვლილებები აღარ უნდა განხორციელდეს.

"მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ მმართველ პარტიასთან კონსულტაციები უნდა დაიწყოს.

"უნდა დავუბრუნდეთ იმ რეჟიმს, როდესაც პირველი მოსმენის წინ ვისხედით და განვიხილავდით როგორი ვერსია იქნებოდა მისაღები ყველა მხარეს, რომ დაეჭირა მხარი, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვგულისხმობ. მე ვფიქრობ ეს პროცესი არის დასაწყისი და მერე იქ გამოჩნდება ვინ მიზეზს ეძებს უბრალოდ, რომ არ დაუჭიროს მხარი და ვის რეალურად უნდა, რომ ეს პროცესი წინ წავიდეს," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

"რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის უკვე შეთანხმებული ვერსია ცვლილებების გარეშე, იგივე რედაქციით მიიღონ მეორე მოსმენით.

"ეს იქნება ნაბიჯი დეესკალაციისკენ, რასაც ამბობს "ქართული ოცნება". ეს თუ მართლა მათ ინტერესებშია, წესით ჩვენ უნდა მივიღოთ მეორე მოსმენით არსებული რედაქცია ყოველგვარი ცვლილებების გარეშე," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები