02 მაისი 2024,   19:12
ვრცლად
გაცილება ჰიმნისა და როკ მუსიკის თანხლებით - ანგელა მერკელის 16 წლიანი მმართველობის ეპოქა სრულდება

გაცილება ჰიმნისა და როკ მუსიკის თანხლებით - ზუსტად 5 დღეში მერკელი კანცლერის ოფისს ოფიციალურად დატოვებს, ამით კი მისი მმართველობის 16 წლიანი ეპოქა დასრულდება. ორკესტრისა და ჩირაღდნების ფონზე ჩაიარა კანცლერის საპატივცემულოდ გამართულმა სამხედრო ცერემონიამ.

ანგელა მერკელის თანამდებობიდან გაცილების ღონისძიება ბერლინში, თავდაცვის სამინისტროს ეზოში შედგა. მერკელმა აღლუმისთვის მუსიკალური კომპოზიციები თავად შეარჩია, მათ შორის გაჟღერდა გერმანული პანკ-როკის ვარსკვლავის, ნინა ჰაგენის ჰიტი.

ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე ჯერ კიდევ მოქმედმა კანცლერმა პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების გამკაცრება დააანონსა. მერკელს კანცლერის თანამდებობაზე სოციალ-დემოკრატების ლიდერი ოლაფ შოლცი 8 დეკემბერს ჩაანაცვლებს.  

დღის ამბები