27 აპრილი 2024,   02:17
ვრცლად
ვაშინგტონი არ აპირებს იმოქმედოს სხვისი წითელი ხაზების შესაბამისად, მათ შორის NATO-ს გაფართოების საკითხზე - ჯო ბაიდენი

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში დღეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებაა. შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება, მთავარი თემა კი უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო დანაყოფების კონცენტრაციაა.

ლიდერები NATO-ს გაფართოების საკითხზეც იმსჯელებენ, ამ კონტექსტში კი განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს ფაქტორი.

ქართული დელეგაციის წევრები უკვე ვაშინგტონში არიან და მაღალი დონის შეხვედრებზე პარტნიორებს არწმუნებენ, დააჩქარონ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება.

ამერიკის პრეზიდენტის მთავარი ამოცანა, აღმოსავლეთ ევროპაში რუსული აგრესიის შეჩერება. კრემლი კი, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ეწინააღმდეგება.ბაიდენი-პუტინის შეხვედრის წინ თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს იმოქმედოს სხვისი წითელი ხაზების შესაბამისად, მათ შორის NATO-ს გაფართოების საკითხზე.

დღის ამბები