27 აპრილი 2024,   06:12
ვრცლად
"საქართველოს რკინიგზის" რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესდა

"საქართველოს რკინიგზის" რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესდა. სარეიტინგო კომპანია "ეს ენდ ფი გლობალმა" ის ნეგატიურიდან სტაბილურზე გადაიყვანა.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, "საქართველოს რკინიგზის" პროგნოზის გაუმჯობესება მიმდინარე წელს ტვირთბრუნვის სტაბილურმა ზრდამ და გაუმჯობესებულმა საოპერაციო მაჩვენებლებმა განაპირობა. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია 2021 წელს განხორციელებული რეფინანსირება, რის მიხედვითაც "საქართველოს რკინიგზამ" სასესხო ხარჯი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

დღის ამბები