20 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
რა არ უნდა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს და რა ფერებზე გავაკეთოთ არჩევანი - როგორ დავხვდეთ "ცისფერ ვეფხვს"

საახალწლო სამზადისის მოახლოებასთან ერთად, განხილვის თემაა, თუ რა ფერები იქნება აქტუალური 2022 წელს და რა უნდა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს. ასტროლოგი ქეთი ვაწაძე "ცისფერი ვეფხვის" შესახებ რჩევებს გვიზიარებს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

"ბევრმა ადამიანმა, ვეფხვის წელი რადგან შემოდის ვეფხვის პრინტიან ტანსაცმელს ეძებენ ახალი წლის ღამეს ჩასაცმელად.

ეს არ არის სასიკეთო, ყოველ შემთხვევაში 31 დეკემბრის ღამეს და პირველ თებერვალს. საერთოდ, ახალი წლის ღამეს ჯობია, რომ არ ჩავიცვათ არანაირი ცხოველის პრინტიანი ტანსაცმელი. 

ლურჯი, ცისფერი, ფირუზისფერი, შავი, ბეჟი, ოქროსფერი, შეგვიძლია გამოვიყენოთ. ვეფხვს არ უყვარს მაინცდამაინც გადამეტებები. ამიტომ, სჯობს ახალი წლის ღამეს ძალიან ხმაურიანად არ შევხვდეთ.

აჯობებს ოჯახის წევრების გარემოცვაში ვიყოთ ამ ღამეს. კარგი იქნება, თუ სუფრაზე წითელი დეტალი გვექნება, მაგალითად წითელი ხელსახოცები, ეს იმისათვის, პატარა ცეცხლის ენერგია შემოვიტანოთ,"- აცხადებს ქეთი ვაწაძე "რუსთავი 2-თან" საუბრისას. 

დღის ამბები