07 ნოემბერი 2026,   21:20
ვრცლად
პოლონეთში, კრაკოვის ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად, 5 პირი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა

პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მთავარ მოედანზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ის დაიჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა.

დაშავებულებს შორის ორი სამართალდამცველია. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელს სამხედრო სტილის ტანსაცმელი ეცვა. არსებული ინფორმაციით, მან ავტომობილიდან ცეცხლი გახსნა და მოედანზე მყოფ ადამიანებს განურჩევლად ესროდა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ კრაკოვის ისტორიულ ცენტრში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაციას მუდმივად იღებს.

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ მისი ფიქრები დაღუპულებთან, დაშავებულებთან და მათ ოჯახებთან არის.

დღის ამბები