27 აპრილი 2024,   11:00
ვრცლად
"ყველაზე ხანგრძლივი და მომაკვდინებელი ტორნადო" - აშშ-ში სტიქიას 70 ადამიანი ემსხვერპლა

შეერთებულ შტატებში ტორნადოს შედეგად 70 ადამიანი გარდაიცვალა - ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს და 100-ს გადააჭარბოს. ილინოისის შტატში დანგრეულია ამაზონის საწყობი, სადაც 6 ადამიანი დაიღუპა.

სტიქიის შედეგად განადგურებულია სახლები, ოფისები, ქარხნები, პოლიციის განყოფილებები და მოხუცთა თავშესაფარი. ათი ათასობით ადამიანს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება.

"ყველაზე ხანგრძლივი და მომაკვდინებელი ტორნადო კენტუკის ისტორიაში" - ასე შეაფასა მოვლენა შტატის გუბერნატორმა. სტიქიამ არკანზასის, ტენესის და მისურის შტატებიც დააზარალა.

ამ დროისთვის სტიქიის ზონებში ეროვნული გვარდიის ასობით თანამშრომელია მობილიზებული. ისინი დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებიან. სამაშველო სამსახურში დაზარალებულთა ზარები ამ დრომდე არ წყდება. სტიქიას ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა და საზოგადოებას დახმარების პირობა მისცა.

ჯო ბაიდენმა გარემოს დაცვის სააგენტოებს მოუწოდა შეისწავლონ თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს კლიმატის ცვლილებებს მსგავსი სტიქიური მოვლენების ხელშეწყობაში.

დღის ამბები