27 აპრილი 2024,   11:17
ვრცლად
შარლ მიშელი სომხეთის და აზერბაიჯანის პირველ პირებს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთის პრემიერს და აზერბაიჯანის პრეზიდენებს შეხვდა. სამმხრივი შეხვედრის მთავარი თემა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული უთანხმოების მოგვარება იყო.

როგორც შარლ მიშელი ამბობს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია- დელიმიტაციის მხარდასაჭერად ევროკავშირი ექსპერტთა ჯგუფს ხელმისაწვდომს გახდის. ჯგუფი ორივე მხარეს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.

სომხეთი და აზერბაიჯანი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის აღდგენის დაწყებაზე შეთანხმდნენ.

დღის ამბები