27 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
ხანძრის გამო ასობით ადამიანი ჰონგ-კონგში სავაჭრო ცენტრიდან გასვლას ვერ ახერხებდა - დაშავდა 13 ადამიანი

ჰონგ-კონგის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში მომხდარი მასშტაბური ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. მრავალსართულიანი სავაჭრო ცენტრიდან ასობით ადამიანი ვერ ახერხებდა გამოსვლას. 300 პირი კი შენობის სახურავზე იმყოფებოდა.

სავაჭრო ცენტრში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია უკვე მოხერხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ელექტროგადამცემ ოთახში გაჩნდა.

დღის ამბები