02 მაისი 2024,   19:26
ვრცლად
ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი შობას ზეიმობს

კათოლიკური სამყაროს ერთ-ერთი მთავარი რელიგიური ცერემონია ბეთლემში გაიმართა, იქ სადაც გადმოცემის თანახმად იესო დაიბადა. ზეიმის ეპიცენტრი ტრადიციულად მაცხოვრის შობის ტაძარი იყო, სადაც დღესასწაული ასობით კათოლიკემ იზეიმა. კოვიდ რეგულაციების გამო ნაკლებად მასშტაბური იყო საშობაო ღონიძიებები მანგერის მოედანზე. შესრულდა საფესტივალო მარში. ზარებითა და განათებებით მოირთო მოედანის უზარმაზარი ნაძვის ხე. 

ტრადიციულად ხალხრავალი იყო წელს ვატიკანი, სადაც საშობაო მესა რომის პაპმა ფრანცისკემ აღავლინა. სადღესასწაულო მესას ასობით ადამიანი დაესწრო. წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მსახურებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და პოლიტიკოსებიც. ბედნიერება ყოვედღიურობაშია და არა ძალაუფლებასა და სიმდიდრეში - ეს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის მიმართვაში - მთავარი გზავნილი იყო. 

შობას შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პირველ ლედისთან, ჯილ ბაიდენთან ერთად ვაშინგტონის ბავშვთა ეროვნულ საავადმყოფოში შეხვდა. 

დღესასწაული იზეიმეს კანადაშიც. საშობაოდ ულამაზესი განათებებით მოირთო ბრიტანეთის კოლუმბიის ქუჩები. შობისთვის სპეციალური მიმართვა გაავრცელა კანადის პრემიერმა. ჯასტინ ტრუდომ მოსახლეობას მოუწოდა რომ აიცრან. 

დღის ამბები