05 მაისი 2024,   06:06
ვრცლად
მძღოლებს ავტომობილში მუსიკის ჩართვა, ქალებს კი მანქანაში ჰიჯაბის გარეშე ჯდომა აეკრძალათ - "თალიბანის" ახალი აკრძალვები

"თალიბანმა" მძღოლებს ავტომობილებში მუსიკის ჩართვა, ქალებს კი მანქანაში ჰიჯაბის გარეშე ჯდომა აუკრძალა. "თალიბებმა" ამის შესახებ წერილობითი მიმართვა გაავრცელა.

ამასთან ერთად, აკრძალულია ქალის მგზავრობა დიდ მანძილზე მეგზურის (მაჰრამას) გარეშე. გამცილებელი ქალთან ნათესაურ კავშირში უნდა იმყოფებოდეს, ქალს მასზე დაქორწინების უფლება არ უნდა ჰქონდეს, თუმცა მასთან პირისპირ დარჩენა და მოგზაურობა უნდა შეეძლოს.

რამდენიმე დღის წინ, "თალიბებმა" გაავრცელეს მიმართვა, რომ ქაბულის ბიზნეს-ცენტრების და მაღაზიების სარეკლამო ბანერებიდან ქალების ფოტოები ჩამოეხსნათ. მიმართვის მიხედვით, ყველა ის ფოტო უნდა ჩამოიხსნას, რომელიც "ისლამის კანონებს" ეწინააღმდეგება.

დღის ამბები