05 მაისი 2024,   04:46
ვრცლად
"ომიკრონის" გავრცელების გამო ქვეყნები რეგულაციებს ისევ ამკაცრებენ - იხურება ღამის კლუბები

"ომიკრონის" გავრცელების გამო უელსში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში რეგულაციები გამკაცრდა. დაიხურა ღამის კლუბები. რესტორნებსა და კინოთეატრებში ერთდროულად 6-ზე მეტი პირი ერთმანეთს ვერ შეხვდება. ახალი გადაწყვეტილების გადახედვა მხოლოდ 3 კვირის შემდეგ მოხდება.

საფრანგეთში კი ბოლო 24 საათში ვირუსის 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. რეკორდულია დღიური მაჩვენებლები გერმანიასა და იტალიაშიც.

"ომიკრონი" დომინანტური გახდა პორტუგალიაშიც, სადაც ახალი შტამით ინფიცირებული დაავადებულთა ორი მესამედია. 10 იანვრამდე სკოლები, ბარები და ღამის კლუბები დახურულია.

დღის ამბები