05 მაისი 2024,   01:48
ვრცლად
მსოფლიოს ქვეყნების დიდ ნაწილს დღესასწაულების გატარება გამკაცრებული რეგულაციების პირობებში მოუწევს

მსოფლიოს ქვეყნების დიდ ნაწილს დღესასწაულების გატარება გამკაცრებული რეგულაციების პირობებში მოუწევს. მათ შორისაა უელსი, შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია, სადაც ომიკრონი დრამატული სისწრაფით ვრცელდება. ახალი გადაწყვეტილებით, დაიხურა ღამის კლუბები. რესტორნებსა და კინოთეატრებში კი ერთდროულად 6-ზე მეტი პირი ერთმანეთს ვეღარ შეხვდება. ახალი რეგულაციების გადახედვა მხოლოდ 3 კვირის შემდეგ მოხდება.

ბოლო 24 საათში საფრანგეთში ვირუსის 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. რეკორდულია დღიური მონაცემები გერმანიასა და იტალიაშიც. საშობაო გამოსვლებში ევროპული სახელმწიფოების ლიდერები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ.

ომიკრონი დომინანტური გახდა პორტუგალიაშიც, სადაც 10 იანვრამდე სკოლები, ბარები და ღამის კლუბები დახურული იქნება.

რეგულაციები გამკაცრდა ავსტრალიაშიც, სადაც ახალი ვარიანტის გავრცელებამ ინფექციის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაზარდა. ახალი სამხრეთ უელსის შტატი კი სტატისტიკის მიხედით უკვე წითელ ზონად იქცა.

ინფექციის შემთხვევები გაორმაგებულია ჩინეთში, რომელიც პანდემიის გავრცელების პირველწყარო იყო. განსაკუთრებით გაზრდილია მაჩვენებელი შანხაიში. შემთხვევების ზრდის გამო, ქალაქ სიანის 13 მილიონ მცხოვრებს ქალაქის დატოვება აეკრძალა.

დღის ამბები