20 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
"დიდებული სელჩუკი" - პოპულარული ახალი თურქული სერიალი საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა

ახალი თურქული სერიალი, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა.

ქართველების გარდა 2021 წელს გადაღებულ სერიალს თურქი ისტორიკოსებიც აკრიტიკებენ.

სელჩუკთა დინასტიის გაფართოებაზე გადაღებული დრამა უკვე შეფასდა ისტორიის გაყალბებად.

ახალი ისტორიული სერიალის პრემიერა თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ არხზე მიმდინარეობს.

"დიდებული სელჩუკი" - სელჩუკთა მეორე სულთნის ცხოვრებას და გამარჯვებებს ასახავს.

მან იმპერია გააფართოვა და არა ერთი ტერიტორია დაიპყრო, მათ შორის საქართველო, სომხეთი და ანატოლია.

ამ ეტაპზე გამოსულ სერიებში გამოჩნდა კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში, რომელიც ავტორებს დამამცირებელ როლში ჰყავთ გამოყვანილი. საქართველოში ამბობენ, რომ მისი მხოლოდ სახელი ემთხვევა და რეალურად გმირს არაფერი აქვს საერთო ბიზანტიის ქართველ კურაპალატთან.

დღის ამბები