16 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
რუსთავში 107 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცათ გადაეცა

რუსთავში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა კიდევ 107 ოჯახს აღარ ექნება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბინები საკუთრებაში მათ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.

ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი დოხტურუშვილმა ქალაქის საკრებულოს წევრებთან ერთად გააცნეს და მთავრობის განკარგულების ასლი პირადად გადასცეს.

საცხოვრებელი ფართები, რომელთა დაკანონებაც, ათწლეულების განმავლობაში არ ხერხდებოდა, რუსთავში, ბოლო ერთ წელიწადში უკვე 500-მდე ოჯახს გადაეცა საკუთრებაში.

რუსთავის მერიის ქონების მართვის სამსახურში ფართების დასაკანონებლად საჭირო პროცედურები კიდევ 150 განაცხადზე მიმდინარეობს. იმ 107 ოჯახს კი, რომელთა ფართის დაკანონების შესახებაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ბინის კანონიერი მესაკუთრეობისთვის მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდება.

დღის ამბები