27 აპრილი 2024,   07:47
ვრცლად
დაუჯერებელი სანახაობა და მსოფლიო რეკორდი - წყვილმა სახლში 444 ნაძვის ხე დადგა

გერმანელმა წყვილმა საკუთარ სახლში 444 საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე დადგა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. როგორც ისინი ამბობენ, ერთადერთი ოთახი, სადაც ნაძვის ხე არ უდგათ აბაზანაა. ამ შედეგის მისაღწევად მათ 500 ყუთი საშობაო დეკორაცია, 72 ათასი საშობაო ბურთი და ხეების გასაფორმებლად ოთხი თვე დასჭირდათ.

წინა რეკორდიც, სხვათა შორის, ამ ოჯახს ეკუთვნის.  გასულ წელს მათ სულ რაღაც 420 ნაძვის ხე დადგეს და მორთეს.

დღის ამბები