27 აპრილი 2024,   01:06
ვრცლად
"ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს" -ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთის, ბრიტანეთის და აშშ-ის ერთობლივი განცხადება

ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს - ნათქვამია ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებაში, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ომის დაუშვებლობის შესახებ.

მხარეები ხაზს უსვამენ ბირთვული საფრთხეების მოგვარებისა და გაუვრცელებლობის შესახებ ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას.

ასევე, გამოთქვამენ სურვილს უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს აშენებაზე.

დღის ამბები