27 აპრილი 2024,   04:23
ვრცლად
დიდი შეშფოთებით ვაკვირდები სიტუაციას ყაზახეთში, მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ევროკომისიის პრეზიდენტი

ყაზახეთის ქალაქებში სროლის ხმა ამ დრომდე ისმის. მალე ქვეყანაში სამხედრო დანაყოფები შევლენ, კოლექტიურ თავდაცვის ძალებს რუსი გენერალი უხელმძღვანელებს. უკვე ადგილზეა რუსეთის 45-ე ბრიგადა, რომელიც საქართველოში აგვისტოს ომის დროს შემოიჭრა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა ყაზახეთი ოჯახთან ერთად დატოვა. ამის შესახებ უკრაინის ერთ-ერთი გამოცემა წერს. თუმცა, განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს "რია ნოვოსტი", სადაც უარყოფილია ინფორმაცია, რომ ნაზარბავემა ყაზახეთი დატოვა.

პარალელურად, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ლიდერების მხრიდან კვლავ ყურადღების ცენტრშია. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს შეშფოთებით ადევნებს თვალს. 

"მე დიდი შეშფოთებით ვაკვირდები სიტუაციას ყაზახეთში. მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც დაცული უნდა იყოს. მოვუწოდებ ძალადობის შეწყვეტისკენ. ევროკავშირი მზად არის დახმარების შესათავაზებლად,“ - ამბობს ურსულა ფონ დერ ლეიენი

ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. 

"მე ვიზიარებ ქალბატონი პრეზიდენტის შეხედულებებს. ჩვენ ორივე შეშფოთებულები ვართ, ფხიზლად ვართ. ჩვენ მოვუწოდეთ დეესკალაციისკენ და ამ ახალ ვითარებაში მობილიზებულები ვრჩებით, რომ ვიყოთ აქტიურები,“ - ამბობს ემანუელ მაკრონი. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 1000-მდე მოქალაქემ ქვეყანა უკვე დატოვა და მათ თავი ყირგიზეთში შეაფარეს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ყაზახეთში იმყოფებიან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საელჩო მუდმივ კონტაქტზეა მათთან და მუშაობენ იმისთვის, რომ მოქალაქეები სამშობლოში დროულად დააბრუნონ.

დღის ამბები