27 აპრილი 2024,   07:13
ვრცლად
"ომიკრონი სუსტია მხოლოდ ჯანმრთელებისთვის და ვაქცინირებულებისთვის" - ომიკრონის შემთხვევები მსოფლიოში იზრდება

დიდ ბრიტანეთში ორსულ ქალებს ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. როგორც მთავრობა ჯანდაცვის ექსპერტებზე დაყრდნობით აცხადებს, კოვიდ ვაქცინები ორსულებისთვის უსაფრთხოა.

გერმანიაში კი შემთხვევების 44%-ს უკვე ომიკრონი შეადგენს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, არ იციან რამდენად კარგად მუშაობს სწრაფი ტესტები ომიკრონთან მიმართებით და ამ კუთხით კვლევებს გეგმავენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ვარაუდით, კორონავირუსის მიმდინარე ტალღამ შეიძლება მოსახლეობის 40% დააინფიციროს. ნაფტალი ბენეტმა ომიკრონის ვარიანტს ქარიშხალი უწოდა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. ქვეყანაში ბოლო 7 დღის შემთხვევები, წინა კვირასთან შედარებით, გაოთხმაგებულია.

ომიკრონის შემთხვევები გაიზარდა ჩინეთშიც. "ტიანჯინში" ომიკრონის 2 შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ, შეიზღუდა ქალაქიდან გასვლა. დაიხურა სკოლები და საუნივერსიტეტო კამპუსები. პეკინისკენ მიმავალი მატარებლები კი გაჩერდა.

"ბევრი ოპტიმისტური მოსაზრება იყო. ვფიქრობ, შეცდომაში შეგვიყვანა იმ ნარატივმა, რომ ომიკრონი სუსტი ვარიანტია. ის სუსტია მხოლოდ ჯანმრთელებისთვის და ვაქცინირებულებისთვის. ჩვენ გვყავს ასაკოვანი და ბევრი რაოდენობით არავაქცინირებული მოსახლეობა. მათთვის ეს ვერ იქნება სუსტი. თუნდაც ჰოსპიტალიზაცია მათგან ნაკლებ პროცენტს დასჭირდეს, დიდი რაოდენობის მცირე პროცენტიც სისტემისთვის მძიმე იქნება," - აცხადებს ექიმი კაშიფ პრასადა.

დღის ამბები