27 აპრილი 2024,   08:10
ვრცლად
რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, ისევე როგორც ეს გააკეთა საქართველოში - ჟოზეფ ბორელი

რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, ისევე როგორც ეს გააკეთა საქართველოში - აღნიშნულ განცხადებას ჟოზეფ ბორელი თვის ბლოგზე ავრცელებს.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვნელი წერს, რომ კრემლი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამ ძირითად პრინციპს, რომელსაც წარსულში თავადაც დაეთანხმა: ესენია ძალის გამოუყენებლობა, ყველა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და ყველა ქვეყნის უფლება, თავად აირჩიოს სურთ თუ არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, შეთანხმებასა თუ ალიანსში ყოფნა.

ბორელის თქმით, რუსეთმა შტატებს და NATO-ს ევროპის მომავალ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაუგზავნა წინადადებები, რომლებიც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ცნობისთვის, რუსეთის საკითხებზე მსჯელობა გაიმართება ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი.

დღის ამბები