"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში, მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი სამონასტრო კომპლექსში უნდა მოიხადოს - არარეალური უწოდა.
"სააკაშვილის უკრაინაში გაშვება, შინაპატიმრობა და ა.შ. - მე მგონია, რომ ყველა მსგავსი ინიციატივა არარეალურია. ქვეყანაში სამართლიანობა ხომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი? მაშინ იმ პატიმრებმა რა დააშავეს, რომლებსაც ბევრად უფრო მსუბუქი დანაშაული აქვთ ჩადენილი. თანდათანობით ყველა ეგუება უკვე იმ აზრს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოუწევს კუთვნილი სასჯელის მოხდა. ეს სასჯელი თან არაფერია იმასთან შედარებით, რაც მას აქვს დაშავებული,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ინიციატივით გამოდის, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს, რისთვისაც საკუთარ ეპარქიას გამოყოფს.
მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი მის წინადადებას დათანხმდება.