27 აპრილი 2024,   06:48
ვრცლად
ევროპა პანდემიის ბოლო ფაზას უახლოვდება, "ომიკრონის" შემდეგ გამომუშავდება კოლექტიური იმუნიტეტი - ჯანმოს ევროპული ბიუროს დირექტორი

"კორონავირუსის პანდემია შესაძლოა ახლო მომავალში დასრულდეს" - განცხადება ჯანმო-ს ევროპული რეგიონალური ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლიუგემ გააკეთა. ექსპერტმა არ გამორიცხა, რომ უახლოეს თვეებში COVID-19 სეზონურ დაავადებად ტრანსფორმირდება.

ჰანს კლიუგეს განმარტებით, ომიკრონის ტალღის დასრულების შემდეგ მოსახლეობას კოლექტიური იმუნიტეტი გამოუმუშავდება, ნაწილს ვაქცინაციის შედეგად, ნაწილს კი კოვიდის გადატანის. მისივე თქმით, ამ ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის ხანგრძლივობა სავარაუდოდ რამდენიმე კვირას ან თვეებს გასტანს.

ექსპერტი იმასაც უსვამს ხაზს, რომ 2022 წლის დასასრულს, შესაძლოა, კოვიდი დაბრუნდეს, მაგრამ არა პანდემია.

"როგორც კი ომიკრონის ტალღა დაიწევს, რამდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში ჩვენ კოლექტიური იმუნიტეტი გვექნება. ნაწილს ეს ვაქცინაციის შედეგად გამოუმუშავდება, ნაწილს კი ვირუსის გადატანის შედეგად. მნიშვნელოვანია სეზონური ფაქტთორიც. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მშვიდი პერიოდი დადგება. ამ წლის დასასრულს შესაძლოა, რომ COVID-19 დაბრუნდეს, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ პანდემიაც დაბრუნდება. დიდი ალბათობით, ევროპული რეგიონი პანდემიის დამასრულებელ ფაზას უახლოვდება," - განაცხადა ჰანს კლიუგემ.

დღის ამბები