დღეს ნინობაა. მართლმადიდებელი ქრისტიანები, ნინოობას დღესასწაულს წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ. 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს.
ნინოობა განსაკუთრებულად აღინიშნება ბოდბეში, მონასტრის ტერიტორიაზე დილიდან ხალხმრავლობაა.
თარიღთან დაკავშირებით მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ.
წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წირვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მონასტრის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.