28 აგვისტო 2026,   02:00
ვრცლად
ახალციხეში რეკრეაციული სივრცეები მოწყობა გრძელდება

ქალაქ ახალციხეში რეკრეაციული სივრცეები მოწყობა გრძელდება. სკვერებში მიმდინარე სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან ერთად, დაათვალიერა.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რეაბილიტაცია უტარდება 9 აპრილის ქუჩა №14-ში, კოსტავას ქუჩა №179-ისა და №184-ის მიმდებარედ და თამარაშვილის ქუჩა №2, №4 და №6-ში არსებულ სკვერებს.

"ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამუშაოები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება",- აღნიშნულია მერიის განცხადებაში. 

დღის ამბები