23 აპრილი 2024,   21:12
ვრცლად
2 ავტომატი, 10 მჭიდი, 193 ვაზნა, 4 დეტონატორი და სანადირო თოფი - მესტიასა და მარტვილში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

პოლიციამ მესტიისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია 2 პირი - 1979 წელს დაბადებული ბ.ფ. და 1949 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

ჯამში ამოღებულია 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 10 მჭიდი, 193 ვაზნა, 4 დეტონატორი და არარეგისტრირებული ორლულიანი სანადირო თოფი.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები