ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შესასვლელის, ე.წ. ნასაკირალის უღელტეხილზე 8.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. საავტომობილო გზა მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს. სამუშაოები ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
გურიის რეგიონში გზის მშენებლობა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხდება.