20 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
როგორი შენობა აშენდება თბილისის ისტორიული გალავნის უკან - საკრებულოს უმრავლესობის წევრები ენმ-ს ბრალდებებს პასუხობენ

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს პასუხობენ. საუბარია ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, ერთ-ერთი ისტორიული გალავნის უკან არსებული მშენებლობის საკითხზე.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები კოლეგებს ახსენებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა ჯერ კიდევ 2009 წელს გაიცა, ამის შემდეგ კი მეპატრონესა და მერიას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა შენობა ძველი თბილისის იერსახეს მოერგოს. თუ ასე არ მოხდება, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ირწმუნება, რომ ნებართვა გაუქმდება.

დღის ამბები