27 აპრილი 2024,   07:11
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდ დადებითია ასევე მისი მეუღლეც.

ამის შესახებ ერდოღანმა Twitter-ის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, სადაც წერს, რომ ისინი Omicron-ის შტამით არია ინფიცირებული და აღენიშნებათ მსუბუქი სიმპტომები.

"ჩვენ მუშაობას სახლიდან გავაგრძელებთ" - წერს ერდოღანი Twitter-ზე.

თურქეთის პრეზიდენტი უკრაინაში სამშაბათს გაემგზავრა, სადაც რუსეთთან მიმდინარე დაძაბულობის შესახებ მოლაპარაკებები გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. 

დღის ამბები