იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს.
შეკრებილებს 3 მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ - ავარიული შენობებიდან გაყვანა, ბინებით უზრუნველყოფა და 45 ლარიანი დახმარების საარსებო მინიმუმამდე გაზრდა.
მათ დღეს ჯანდაცვის მინისტრს, შეხვედრის თხოვნით წერილობით მიმართეს.