მარნეულში დაკავებულ არასრულწოვანს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაა ემუქრება. 17 წლის ბიჭი 29 წლის ახალგაზრდის მკვლელობაშია ბრალდებული.
მკვლელობა წუხელ მარნეულის გარეუბანში მოხდა. ამ დრომდე უცნობია მიზეზი, რატომ მიაყენა დანით სასიკვდილო ჭრილობები არასრულწლოვანმა ახალგაზრდა მამაკაცს.
ალი ისმაილოვს მეუღლე და 4 თვის შვილი დარჩა. ის საქართველოში თურქეთიდან ახალი დაბრუნებული იყო. საზღვარგარეთ კი მშენებელობაზე მუშაობდა.
"კურიერი" დღეს მკვლელობის ადგილზე ჩავიდა. როგორც ბრალდებულის ბებია ჰყვება, მოზარდი ძირითადად დედასთან - სხვა სახლში რჩებოდა. ბოლო რამდენიმე დღე კი არ გამოჩენილა. კონფლიქტის მიზეზებზე საუბარი ოჯახს უჭირს.