26 დეკემბერი 2024,   18:17
ვრცლად
ქუთაისში ნაცემი ტურისტი რუსეთის მოქალაქეა და ის მომხდარის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა

ტურისტი, რომელსაც ქუთაისში სცემეს, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

ის მომხდარის შემდეგ კლინიკა "უნიქალმედში" გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, დაზარალებული რუსეთის მოქალაქე, 30 წლამდე მამაკაცია, რომელიც მათთან სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა.

მამაკაცს გარეგნული დაზიანება არ აღენიშნებოდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა​, დამატებით კვლევებზე კი პაციენტმა უარი განაცხადა.

ექიმის განცხადებით, როგორც მან კლინიკაში განაცხადა, უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

დღის ამბები