27 აპრილი 2024,   11:04
ვრცლად
საუბარი მქონდა ჯოზეფ ბორელთან, დადასტურებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის - დიმიტრი კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ სატელეფონო საუბარი გამართა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ით ავრცელებს.

"მქონდა საუბარი ჯოზეფ ბორელთან, რომელიც კონცენტრირებული იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიმდინარე ვითარებაზე. დადასტურებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის. ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს უკრაინის პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციისთვის, გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადყოფნისთვის," - ნათქვამია დმიტრო კულებას განცხადებაში.

დღის ამბები